WHO-ს ინფორმაციით, „ზიკას“ ვირუსთან საბრძოლველად 56 მილიონი დოლარი იქნება აუცილებელი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ზიკას“ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად 56 მილიონი დოლარი იქნება აუცილებელი. ეს ფული ვაქცინის შესაქმენლად და დიაგოსტიკის ჩასატარებლად დაიხარჯება. საკუთარი ბიუჯეტიდან WHO 25 მილიონ დოლარს დაავადების გადამტან კოღოებთან საბრძოლველად გამოყოფს. ამჟამად ვაქცინის შესაქმნელად 15 ფარმაცევტული კომპანია მუშაობს. პრეპარატის გამოცდა მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად ევროპაში „ზიკას“ ვირუსის გავრცელების საფრთხე გაიზრდება.