ობამამ იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი არ გახდება
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იმედი გამოთქვა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ გახდება.
„იმედი მაქვს, რომ ამომრჩეველი, საბოლოო ჯამში, სწორ არჩევანს გააკეთებს“, – განაცხადა ობამამ კალიფორნიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტრამპმა, რომელმაც ნიუ-ჰემფშირის შტატში გამართულ პრაიმერიზში 35% მიიღო, განაცხადა, რომ ობამას ეს სიტყვები მისთვის დიდი კომპლიმენტია.
„ომაბა საშინლად მუშაობს პრეზიდენტის პოსტზე. შეხედეთ ჩვენს ბიუჯეტს. შეხედეთ ხარჯებს. ჩვენ „ისლამურ სახელმწიფოს“ ვერ ვამარცხებთ. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა საშინელებაა. აშშ-ის საზღვრები კი შვეიცარიულ ყველს ჰგავს“, – განაცხადა ტრამპმა.