ანტიკორუფციულმა ბიურომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა

უკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა.
„ეს საქმე ერთ-ერთი უკრაინელი დეპუტატის განცხადების საფუძველზე აღიძრა. როდესაც ჩვენ პარლამენტის წევრი დაკითხვაზე დავიბარეთ და ის ცრუ ჩვენების გამო პასუხისმგებლობის შესახებ გავაფრთხილეთ, მან სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებაზე უარი თქვა“, – განუცხადა სააგენტო „უკრინფორმს“ უკრაინის ანტოკორუფციული ბიუროს უფროსმა არტიომ სიტნიკმა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრმა დიმიტრი გოლუბევმა სააკაშვილი უკრაინელი სამხედროების სამედიცინო რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხების მითვისებაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ სააკაშვილმა ამ ფაქტების შესამოწმებლად ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები