დავით ნარმანიამ წყნეთში მიმდინარე მშენებლობა მოინახულა – ფოტოკოლაჟი

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წყნეთში საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. დავით ნარმანიასთან ერთად, წყნეთში ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.
წყნეთში, პედაგოგთა გადამზადების ცენტრის მიმდებარედ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. 5 მეტრის სიმაღლის საყრდენი კედლის მშენებლობისას პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე სადრენაჟე სისტემის მოწყობა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის დროს ტერიტორიაზე არსებული სახლები დაზიანდა. მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს საყრდენი კედლების აშენება, რათა შემდგომში სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს საცხოვრებელ სახლებს ზიანი არ მიადგეს.
„ამ პროექტის განხორციელების შედეგად რამდენიმე სახლი გადარჩა. აღნიშნული პროექტი უსაფრთხოების კუთხითაც მნიშვნელოვანია. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ პროექტი დაგეგმილზე ერთი თვით ადრე დავასრულოთ და ამით ის რამდენიმე სახლი გადავარჩინოთ, რომელიც ამ ტერიტორიაზე დგას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
პროექტს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია “ინსი” ახორციელებს. საყრდენი კედლის მშენებლობაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.
12745623_1260724350610829_5909622222045745455_n

12742622_1260724447277486_3756139264120523004_n

12744640_1260724400610824_8432430961339036947_n

12742493_1260724357277495_1471345153251315259_n

12742596_1260724353944162_7614882718347119021_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები