გეგუთის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების სამინისტრო გეგუთის ციხეში პატიმრის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „2014 წლის 23 მარტს, დაახლოებით 8:10 საათზე, სასჯელაღსრულების N14 (გეგუთის) დაწესებულებაში 1988 წელს დაბადებული მსჯავრდებული ა.მ. გარდაიცვალა. მომხდარი მალევე ეცნობა ოჯახს. სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად კი დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები