არჩილ თალაკვაძე: სანამ ერთ ქალს მაინც სცემენ, პოლიციელებს ძილის უფლება არ გვაქვს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ძალადობის შესახებ შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
როგორც თალაკვაძე წერს, ამ წლებში მინისტრებმა შეამცირეს სტატისტიკა ორჯერ, დასაჯეს ბევრად მეტი მოძალადე, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში.
” მეტი ქალი გახდა პოლიციელი, მაგრამ ვინც ისევ სტატისტიკაზე წერთ და საუბრობთ, იცოდეთ, რომ ქალები არ არიან სტატისტიკა. სანამ საქართველოში ერთ ქალს მაინც კლავენ, სცემენ ან ხელს უშლიან პროცესების სრულფასოვანი მონაწილე გახდეს – იცოდეთ, რომ პოლიციელებს არ გვაქვს უფლება თვალები დავხუჭოთ… დასაძინებლად”, – წერს არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2016 წლის იანვარში ოჯახური ძალადობის 172 ფაქტია დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები