პაატა იმნაძე ციხისძირის მოვლენებზე: უნდა მჯეროდეს ახლა ამ ბუნების დამცველების?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ციხისძირში, ხეების გადარგვის სამუშაოებთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს ეხმაურება:
“არ ვიცი როგორ ვთქვა, არასოდეს პოლიტიკასთან ასოცირებულ თემებს არ ვეხმაურები, ეს სუფთა პროფესიულია, არ შეიძლება ეპიდემიური გართულებებისას ვიღაცას შენი არ სჯეროდეს, იმიტომ რომ პოლიტიკურად “სხვისიანი” ეგონები, მაგრამ 3 ხის გადარგვა რომ პრობლემა გახდა, 300 ხის გაჩეხვა ლუგარის ლაბორატორიის წინ (აეროპორტის გახრიოკებულ გზასთან) რამდენიმე საათში, იმიტომ რომ კარგი შენობა ტრასიდან არ ჩანსო, რასაც ფაქტიურად ჩემი ჩამოცილებაც მოყვა მაშინ ამ ლაბორატორიიდან (ღიად განვაცხადე ამერიკელ პარტნიორებთან ამ უგუნურებას მე როგორ გავაკეთებდი მეთქი), არავითარი გამოხმაურება არც ერთი “ბუნების დამცველისგან” რომ არ მოყოლია? უნდა მჯეროდეს ახლა ამ ბუნების დამცველების?“, – წერს პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები