“ანტრეში” ჟურნალისტმა ქადაგიძის მრჩევლის კულუარულ საუბარს მოუსმინა

ჟურნალისტმა ნინო ბურჭულაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა.
“კობა გვენეტაძეზე გამახსენდა… დაახლოებით 10 დღის წინ მარჯანიშვილზე ”ანტრეში”, სადაც მე დათოს მოლოდინში ”კოფეს” მივირთმევდი… ბატონი ბაქრაძე (აი ის 5 ენა რომ იცის და თან ქადაგიძის მრჩეველი რომ არის)… ემუსაიფებოდა ერთ ჩემთვის უცნობ პირს… ეს უკანაკნელი გადიოდა კონსულტაციას, თუ ვისი ლობირების იმედი უნდა ჰქონოდა საჭიროების შემთხვევაში…. აღმოჩნდა, რომ უნდა როგორმე დაემსახურებინა გედი ფოფხაძის კეთილგანწყობა. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავად ბაქრაძე მოაგვარებდა…. გარდა ამისა, საკმაოდ საინტერესოდ საუბრობდნენ ლარის კურსის სამომავლო დაჭერაზე… აგრეთვე სხვა შესაძლო კანდიდატებზე და მათ შუქ-ჩრდილებზე…. ვინაიდან ”ანტრე” პატარაა და თავადაც ხმამაღლა საუბრობდნენ, მინდოდა არ მინდოდა მაინც ვუსმენდი…. ახლა ვიცანი, რომ ბაქრაძის მოსაუბრე კობა გვენეტაძე ყოფილა – ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი”,- წერს ჟურნალისტი.
“კვირის პალიტრის” ინფორმაციით, ნინო ბურჭულაძემ მათთან მოგვიანებით დააზუსტა, რომ ამ ბატონების საუბარს “ანტრეში” 29 იანვარს შეესწრო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად 3 პიროვნება შეარჩია. აქედან 2- ნინო ბურჭულაძის სტატუსში მოხსენებული ბაქრაძე და გვენეტაძე არიან.
შერჩევა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის გამოთავისუფლებული ადგილისთვის მოხდა. “ფოსტალიონი” 9 თებერვლის სტატიაში ამის შესახებ წერდა და იმ ექსპერტების ვინაობის მოძიებასაც ცდილობდა, ვინც აღნიშნული კანდიდატების შერჩევაში მიიღო მონაწილეობა და რომლებსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის, თუმცა გვარები არ დაუსახელებია.
11 თებერვალს კი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატად კობა გვენეტაძე დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები