შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები დააკავა

 შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს და ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბათუმსა და ლაგოდეხში ერთდროულად ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს 5 წევრი – წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი – 1969 წელს დაბადებული რომან დ, 1968 წელს დაბადებული თენგიზ ც, 1981 წელს დაბადებული ოთარ ძ, 1983 წელს დაბადებული გენო დ. და 1986 წელს დაბადებული მინდია თ. ქურდული სამყაროს წევრობის და ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ე.წ. ქურდული წესების დაცვით მოწყობილი გარჩევებისას, დაშინებით და მუქარის გზით, მოქალაქეებს სხვადასხვა ოდენობით თანხას სძალავდნენ.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და ჯგუფურად გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები