ბუბა კუდავა გაქურდეს – რა წერილი დატოვა მძარცველმა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ისტორიკოს ბუბა კუდავას სახლი გაქურდეს. ამის შესახებ ბუბავა სოციალურ ქსელში თავად წერს. როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, მძარცველმა მას წერილიც დაუტოვა.
“მობილური ტელეფონი მომპარეს – სახლიდან. კარი ღია იყო. მიკეტილი, მაგრამ ღია. შემოაღო მავანმა კრიმინალმა და ტელეფონი და ორი ჩანთა გააქრო – დღისით-მზისით. სახლში ვიყავით თან. მატერიალურს არაფერს ვჩივი. წაიღო რამდენიმე სხვაგვარად ძვირფასი რამ და ტელეფონში ჩაწერილი ინფორმაცია (ფოტოები, აუდიო-ვიდეო და სხვ.). ასეთი რამ პირველად მესმისო – პოლიციელსაც გაუკვირდა.
სამაგიეროდ, იქვე, ფოიეში საჩუქრად დამიტოვა სათუთად შეხვეული გამოცდილება. მასზე ეწერა, რომ გული და კარი ერთმანეთს ჰგავს. რომ ორივე იღება, მაგრამ ფართოდ არცერთი არ უნდა გააღო. ღიად არცერთი არ უნდა დატოვო, ორპირი იცისო. თუ მიხურავ და არ დაკეტავ, ნუ იქნები მშვიდად, შემოაღებენ და რაიმე ძვირფასს წაგცანცლებენო. ვისაც გაუღებ, სავალდებულო არ არის, ყველა შემოვიდესოო. ვინც შემოსაშვებია, შემოუშვი და ისევ დაკეტე, თორემ არ დაგაცლიან მუსაიფსოოო. ნუ, ყველა რომ არ შემოიშვება, ეს ისედაც იცი და ახლა ზედმეტ ჭკუის სწავლებებს არ დაგიწყებოო… კიდევ ბევრი რამ ეწერა, მაგრამ ვერ ჩავიკითხე ჯერ ბოლომდე. რაც წავიკითხე, ისიც ყველაფერი ვერ დავიმახსოვრე. დედააზრი კი კარგად მახსოვს: ნუ დატოვებთ კარებს ღიადოო“,- წერს ბუბა კუდავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები