მიხეილ ძაძამია: კონსპირაციული ბინის შესახებ არავის უნდა სცოდნოდა
კონსპირაციული ბინის არსებობის შესახებ არავის არ უნდა სცოდნოდა ზურაბ ჟვანიას, მისი დაცვის უფროსის და ჩემს გარდა, – ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულმა მიხეილ ძაძამიამ განაცხადა. მისი თქმით, მას მიჰყავდა ხოლმე ჟვანია კონსპირაციულ ბინაში და ამ გადაადგილების შესახებ ყოველთვის იცოდა დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ.
“ზურაბ ჟვანია მივიყვანე კონსპირაციულ ბინაში და ასეთი რამ ხშირად ხდებოდა ხოლმე. ამ ბინის შესახებ არავის უნდა სცოდნოდა, გარდა დაცვის უფროსისა და ჩვენი. ეს იყო საიდუმლო, ზურას მოთხოვნით. მე მართალი ვარ ამ საქმეში და მართალი ვარ ღმერთის წინაშე”, – განახცადა ძაძამიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძაძამიასა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას დღეს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.