ნინო გიორგობიანი განმარტებას აკეთებს – „SU-SS და SS-US სერიით ნომრის აღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია“

ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ SS-US სერიით სარგებლობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
ნინო გიორგობიანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აღნიშნული სერიის მანქანები სუს-ს საერთოდ არ ჰყავს და განმარტავს,რომ SU-SS და SS-US სერიით ნომრის აღება მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ SS-US სერიით სარგებლობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ქვეყნდება კონკრეტული მანქანების ნომრებიც. რამდენიმე დღის წინაც განვაცხადე და დღესაც ვაცხადებ, რომ აღნიშნული სერიის მანქანები სუს-ს საერთოდ არ ჰყავს. SU-SS და SS-US სერიით ნომრის აღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით“, – წერს ნინო გიორგობიანი.
12666241_1042067615839123_1333250502_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები