„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში 300 ადამიანი სიკვდილით დასაჯა

„ისლამური სახრლმწიფოს“ „ბოვიკებმა“ ერაყის ქალაქ მოსულში 300 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ერაყული გამოცემა Almada Press-ი იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დახოცილთა უმეტესობა პოლიციის თანამშრომლები, სამხედროები და სამოქალაქო აქტივისტები არიან. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული ამ ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი ცენტრია.
როგორც ცოტა ხნის წინ ერაყის თავდაცვის მინისტრმა ჰალიდ ალ-ობეიდიმ განაცხადა, 2016 წელს ხელისუფლება ქალაქს ტერორისტებისგან გაათავისუფლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები