ლევან ჩაჩუას და მიხეილ ძაძამიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

   თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას და ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრ მიხეილ ძაძამიას წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. ლევან ჩაჩუა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით 20 მარტს დააკავა.
შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 2014 წლის 20 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ჩაჩუამ სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები.
რაც შეეხება მიხეილ ძაძამიას, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ის 21 მარტს სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე, რასაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა მოჰყვა – ბრალდებით დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები