ტაილანდში სპილომ ტურისტი მოკლა

პოპულარულ ტაილანდურ კურორტზე – სამიუს კუნძულზე სპილოებით სეირნობის დროს ტრაგედია მოხდა. ერთ-ერთი ცხოველი აგრესიული გახდა და ბრიტანელი ტურისტი მოკლა. სპილომ ტურისტს ეშვი შეარჭო. ამის შესახებ გამოცემა Phuket News-ი იუწყება.
სპილო, რომელიც ტრაგედიის მიზეზი გახდა, მის მხედარს თავიდანვე ცუდად ემორჩილებოდა. შემდეგ მხედარმა ცხოველს რამდენჯერმე წაწვეტებული კაუჭი შეარჭო და სპილო დაწყნარდა. როდესაც მხედარი ჩამოქვეითდა ტურიტებისთვის ფოტოების გადასაღებად, სპილო ისევ აბობობქრდა. ის უკანა ფეხებზე დადგა, რა დროსაც ტურისტები გადმოვარდნენ. სწორედ ამ დროს სპილომ ბრიტანელ ტურისტს ეშვი პირდაპირ გულში შეარჭო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები