მანანა კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლო, ახლა მაინც, ჭკუით!

საკონსტიტუციო სასამართლო, ახლა მაინც, ჭკუით – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში ლგბტ პირების უფლებების დამცველის მიერ შეტანილ სარჩელს.
“საკონსტიტუციო სასამართლო, ახლა მაინც, ჭკუით! 1995 წელს, როცა კონსტიტუციას წერდნენ მისი ავტორები (მამებს ვერ დავარქმევ), ქორწინების მუხლის განსაზღვრებისას, არავის მოსვლია აზრად, ჩაეწერა „ქალი“ და „კაცი“, რადგან სხვას არც არაფერს გულისხმობდნენ, გარდა ქალსა და კაცს შორის ქორწინებისა!
ჰოდა, 20 წლის შემდეგ, განა რა შეიცვალა?! ეს, ისევ საქართველოა და ეს, ისევ ჩემი ქვეყნის კონსტიტუციაა, ჰოდა, იმედი მაქვს, წაიკითხავთ და განმარტავთ, სწორედ ისე, როგორც ამ ქვეყანას და ამ ხალხს ეკადრება!“ – წერს მანანა კობახიძე.
ერთსქესიანთა ქორწინების დასაშვებად ცნობასთან დაკავშირებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე დღის წინ ლგბტ პირების უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა შეიტანა. სასარჩელო მოთხოვნაა, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ “ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები