ვირუსის ეპიდემიის გამო, რუსეთში 9 ათასამდე სკოლა დაიხურა

რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კარანტინის გამო, 9 ათასი სკოლა და 1 600 საბავშვო ბაღი დაიხურა. ამის შესახებ სააგენტო „პრონედრას“ „როსპოტრებნადზორში“ აცნობეს.
ვირუსის ხშირი შემთხვევები უკვე რუსეთის 74 რეგიონში დაფიქსირდა. ყველაზე მეტი დაავადებული ნოვგოროდის, იაროსლავის და ომსკის ოლქებში დაფიქსირდა. დაავადებულთა 76%-ს ვირუსი AH1N1 – 2009 აღმოაჩნდა, რომელსაც „ღორის გრიპსაც“ უწოდებენ. რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი ანა პოპოვა იმედოვნებს, რომ მომდევნო პერიოდში ვირუსით დაავადების შემთხვევები შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები