იორდანიის მეფე – ჩვენ სირიიდან ლტოლვილებს ვეღარ მივიღებთ

იორდანიის მეფემ აბდალა მეორემ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი ამ ქვეყანას ლტოლვილების მიღების საკითხში დახმარებას არ აღმოუჩენს, იორდანია მათ ვეღარ მიიღებს. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება.
იორდანიის მონარქი აცხადებს, რომ ასიათასობით სირიელი ლტოლვილი იორდანიის ეკონომიკაზე და ინფრასტრუქტურაზე უზარმაზარ გავლენას ახდენს და ქვეყნის ხელისუფლება, ლტოლვილების მიღებას, სავარაუდოდ, ვეღარ შეძლებს.
აბდალა მეორე აცხადებს, რომ იორდანიის სახელმწიფო ბიუჯეტის 25% ლტოლვილებზე იხარჯება, სოციალური სამსახურები შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ, ქვეყანაში უმუშევრობა იზრდება.
ოფიციალური მონაცემებით, იორდანიაში 635 ათასი სირიელი ლტოლვილი ჩავიდა. ამასთანავე, იორდანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში მილიონამდე სირიელი ცხოვრობს, მათ შორის ისინიც, ვინც იქ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები