რუსეთში მამაკაცმა მცირეწლოვანი შვილი მოკლა და თავი მოიკლა
რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ქალაქ უიარის მკვიდრმა ორი წლის შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. პოლიციის ინფორმაციით, 36 წლის მამაკაცის და მისი შვილის ცხედარი ნათესავებმა აღმოაჩინეს. გამოძიების ვერსიით, მკვლელობა იმის გამო მოხდა, რომ ბავშვის დედა გაყრას აპირებდა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.