ავღანეთში ჟურნალისტი მოკლეს

ავღანეთის ეროვნული ტელერადიოკომპანიის კორესპონდენტი მუჰამად ზუბაის ხაქსარი ნანგარხარის პროვინციაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო Khaama Press იუწყება.
ამ დროისთვის ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ავღანეთის მედიის თავისუფლების მხარდაჭერის ორგანიზაცია (NAI) არ გამორიცხავს, რომ ეს „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ განახორციელეს.
რეპორტიორის კოლეგები ამ დაჯგუფების მხრიდან ჟურნალისტის მისამართით არაერთ მუქარაზე საუბრობენ.
ავღანეთში ჟურნალისტებს ტერორისტები საკმაოდ ხშირად ესხმიან თავს, ასე, მაგალითად, ქაბულში 20 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად ავტობუსში მყოფი ტელეკომპანია TOLO News-ის 7 თანამშრომელი დაიღუპა, 25 კი დაიჭრა. ბოლო დროს ავღანეთში მდგომარეობა ძალზე გართულდა. „ისლამური სახელმწიფო“, რომლის პოზიციები ამ ქვეყანაში არცთუ ძლიერია, ცდილობს იმ პროვინციების დაკავებას, რომლებსაც მოძრაობა „თალიბანი“ აკონტროლებს. თავის მხრივ, თალიბები ავღანეთის სამთავრობო ძალების მიერ დაკავებულ დასახლებულ პუნქტებს უტევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები