თურქეთში რუსული სატვირთო ავტომობილებით მოძრაობა შეწყდა
თურქეთის ტერიტორიაზე რუსული ავტოტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვა შეწყდა. როგორც „ბი-ბი-სის“ რუსეთის საერთაშორისო გადაზიდვების ასოციაციიდან შეატყობინეს, ეს თურქეთის მიერ შესაბამისი ნებართვის ვადის გასვლით არის გამოწვეული.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის და პოლონეთის ტრანსპორტის სამინისტროები რუსეთის სატრასპორტო კომპანიებისთვის 2016 წლისთვის ნებართვის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ. ამის გამო 1-ლი თებერვლიდან რუსეთის სატვირთო ავტომანქანები პოლონეთის ტრიტორიაზე ვერ ივლიან, ხოლო პოლონურები – რუსეთში. ამ საკითხზე უახლოეს მომავალში ვარშავაში ორმხრივი მოლაპარაკებაა დაგეგმილი.