ფინანსური პირამიდის შექმნისთვის ჩინეთში 21 ადამიანი დააკავეს

ჩინეთის პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა. ისინი თაღლითობაში არიან ეჭვმიტანილები, რომლის საერთო თანხა 7,6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საინვესტიციო კომპანია Ezubao თავის მომხმარებლებს ინტერნეტის მეშვეობით ერთმანეთისგან კრედიტის აღების საშუალებას აძლევდა.
ამასთანავე, ინვესტიციებისგან შემოსავალი ჩინეთის საინვესტიციო პროდუქტებზე ბევრად მეტი იყო – 9-დან 14,6%-მდე. ფაქტობრივად, ეს სისტემა ფინანსურ პირამიდას წარმოადგენდა. ამ საიტზე წარმოდგენილი პროექტების 95% ყალბი იყო, ხოლო კომპანიები ძველ ვალებს ახალი კრედიტების აღებით ისტუმრებდნენ. საიტმა მუშაობა 2014 წელს დაიწყო და ძალზე მალე პოპულარული გახდა.
პოლიციის ინფორმაციით, კომპანიის მსხვერპლი 900 ათასი კერძო ინვესტორი აღმოჩნდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები