უკრაინიდან ჩინეთში წასული მატარებელი ყაზახეთში „დაიკარგა“

უკრაინიდან ჩინეთში რუსეთის ტერიტორიის ავლით გაგზავნილი მატარებელი ყაზახეთში დაიკარგა.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, ყაზახეთის სარკინიგზო სამსახურს არა აქვს ინფორმაცია, სად იმყოფება ამჟამად მატარებელი. ყოველ შემთხვევაში, ის ყაზახეთ-ჩინეთის საზღვარზე დაგეგმილ დროს არ მისულა.
უკრაინამ პირველი ექსპერიმენტული სატვირთო მატარებელი საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის ტერიტორიის გავლით გააგზავნა. ის ილიჩევსკის პორტიდან 15 იანვარს გავიდა და ბორნებით ორი ზღვა (შავი და კასპიის) გადაკვეთა.
ცენტრალური აზიის და ჩინეთის მიმართულებით უკრაინამ ალტერნატიული გზების ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა უკრაინას თავის ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილება აუკრძალა. კიევი იმედოვნებს, რომ ჩინეთში მატარებლის ჩასვლას 9 -10 დღე დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები