შვეიცარია აპირებს, ყველა მოქალაქეს თვეში 2250 ევრო გადაუხადოს

შვეიცარიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რეფერენდუმზე გატანილია საკითხი, რომლის მიხედვით ქვეყნის ყველა მოქალაქე თვეში 2500 შვეიცარიულ ფრანკს მიიღებს, რაც 2250 ევროს უდრის. ბავშვები კი თვეში 625 ფრანკს მიიღებენ.
The Independent-ის ინფორმაციით, ამ საკითხზე გამოკითხვა ივნისში გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს, შვეიცარია მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომლის მოქალაქეები გარანტირებულ შემოსავალს მიიღებენ.
კომპანია Demoscope-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, შვეიცარიის მოქალაქეთა უმრავლესობა ამ კანონის მიღების შემდეგაც მუშაობის გაგრძელებას აპირებს. მხოლოდ 2%-მა განაცხადა, რომ გარანტირებული 2 500 ფრანკის შემთხვევაში ისინი სამსახურიდან წავლენ. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ეს ინიციატივა შვეიცარიას წელიწადში 200 მილიარდი ფრანკი დაუჯდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები