კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის, თითქოს, სნაიპერის შაშხანით მიხეილ კასიანოვს უმიზნებს (ვიდეო)
ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა „ინსტაგრამში“ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, თითქოს ის ერთ-ერთ ოპოზიციონერს, მიხეილ კასიანოვს სნაიპერის შაშხანით უმიზნებს.
„კასიანოვი სტრასბურგში რუსეთის ოპოზიციისთვის ფულის ასაღებად ჩავიდა. გამგები გაიგებს, რას ვგულისხმობ“, – მიაწერა კადიროვმა ვიდეოს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით კასიანოვის თანაპარტიელმა ილია იაშინმა განაცხადა, რომ ეს მკვლელობის პირდაპირი მუქარაა. რამდენიმე დღის წინ კასდიროვმა რუსულ უსისტემო ოპოზიციას „ხალხის მტრები“ უწოდა, რომლებიც ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის მოშლას გეგმავენ.
მისი აზრით, ეს ადამიანები სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის უნდა გასამართლდნენ. ამ განცხადებას ოპოზიციის და უფლებადამცველების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ არ არის საჭირო, ჩეჩნეთის ლიდერის განცხადების ირგვლივ სიტუაციის დაძაბვა და საჭიროა ამ ინფორმაციის „მშვიდად შეფასება“.