ებრაელმა სამხედროებმა პალესტინელი მოკლეს
ებრაელმა სამხედროებმა დანით შეიარაღებული პალასტინელი მოკლეს. სამხედროების ინფორმაციით, პალესტინელი მათ თავს დაესხა.
ინციდენტი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მოხდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, პალესტინელი მამაკაცი სალითის დასახლებაში შეღწევას ცდილობდა.
როდესაც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები მას მიუახლოვდნენ, ეს პირი სამხედროებს დანით თავს დაესხა. ამის შემდეგ ჯარისკაცებმა მას ესროლეს. თავდასხმები ცივი იარაღის გამოყენებით ბოლო რამდენიმე თვეში ისრაელში ძალზე გახშირდა. ამ თავდასხმების შედეგად ბოლო ოთხ თვეში 25 ებრაელი და 150 პალესტინელი დაიღუპა.