მექსიკაში დაბადების დღეზე მომხდარი სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა მექსიკაში, მოზარდი გოგონას დაბადების დღეზე მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ინციდენტი მექსიკის გერეროს შტატში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს ასევე სროლა აუტეხეს. კონფლიქტის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გერეროს შტატი მექსიკის ერთ-ერთი ყველა სახიფათო ადგილია. გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში აქ 324 ადამიანი დაიღუპა. მკვლელობების უმეტესობა ნარკობიზნესთან არის დაკავშირებული.