სასწრაფოდ: კობა ხარშილაძეს ჟვანიას საქმეზე ბრალი წარედგინა
„კვირას“ ინფორმაციით, ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილ უფროსს კობა ხარშილაძეს პროკურატურამ ბრალი სსკ-ს 342-ე მუხლით წარუდგინა, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.
მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ „კვირას“ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ხარშილაძეს ბრალი ჟვანიას საქმეზე, წინასწარი დაკავების იზოლატორში წარედგინა.
შეგახსენებთ, რომ კობა ხარშილაძე 2013 წლის დეკემბერი დააკავეს.