დამასკოში აფეთქებების შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა

სირიის დედაქალაქ დამასკოში, საიდ ზეინაბის მავზოლეუმთან მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებებმა ავტრობუსის გაჩერება და შენობა დააზიანა, სადაც სამხედროები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ტერორისტული შეტევა სწორედ ამ დროს განხორციელდა, როდესაც სირიის მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლები კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების საკითხებზე ჟენევაში შეიკრიბნენ. ევროკავშირის წარმომადგენლების ინფორმაციით, ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ ტერორისტული დაჯგუფება სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები