რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი ნატოს რადარებითაც დასტურდება

რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის კიდევ ერთხელ დარღვევის ფაქტს ნატოს რადარებიც ადასტურებს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის ხელისუფლებამ გააკეთა.
არსებული ინფორმაციით, შესაბამისი მასალები რუსეთის საგარეო უწყებას უკვე გადაეცა. თურქეთის პრემიერის, აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, ოფიციალურ მოსკოვს მსგავსი ინციდენტის მიმალვა არ გამოუვა.
რუსეთის ხელისუფლებამ „სუ–34“ რეაქტიული თვითმფრინავის მიერ თურქეთის სივრცის გადაკვეთის ფაქტი უარყო და ბრალდებას მოსკოვის წინააღმდეგ აგორებული მორიგი პროპაგანდა უწოდა. რუსული სამხედრო თვითმფრინავის „სუ-34“-ის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. მოგვიანებით აღნიშნული ფაქტი პენტაგონმაც დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები