ავსტრია 50 ათასამდე დევნილის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს

ავსტრიის ხელისუფლება ქვეყნიდან 50 ათასამდე დევნილის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის იოჰან მიკლ-ლაიტნერის განცხადებით, ავსტრია აპირებს იმ ტენდენციის გაფართოებასა და დაჩქარებას, რაც დევნილების დეპორტაციას უკავშირდება.
გამოცემა “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, დევნილების მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც ქვეყანა წელს მიიღებს, 37,5 ათასი ადამიანია. გეგმის მიხედვით, 2019 წლამდე ავსტრია აპირებს 50 ათასამდე ადამიანის დეპორტირებას.
გავრცელებული მონაცემებით, იმისთვის, რომ ქვეყანამ ამ მიზანს მიაღწიოს, აპირებენ, მაროკო, ალჟირი, ტუნისი, საქართველო, მონღოლეთი და განა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები