თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზებზე განგაში გამოცხადდა

თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზებზე განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ავიაბაზებზე განგაშის მომატებული დონე ითვალისწინებს “ყველაფრისადმი სრულ მზადყოფნას” და პილოტების დაუყოვნებლივ რეაგირებას მეთაურებთან შეთანხმების გარეშე.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 29 იანვარს რუსეთის “სუ-34”-მა თურქეთის საჰაერო სივრცე დააღვია.მოგვიანებით კი აღნიშნული ფაქტი პენტაგონმაც დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები