გერმანიამ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა თავშესაფარი აღარ მისცეს

გერმანიამ საქართველოს მოქალაქეებს მომავალში, შესაძლოა, თავშესაფარი აღარ მისცეს.
მიზეზი ბავარიის მთავრობის მოთხოვნაა ბუნდესტაგის მიმართ, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანოს.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ბავარიის პრემიერმინისტრმა ბერლინშიც გააკეთა.
ბავარიის მთავრობის ამ ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, საქართველო მსოფლიოში უსაფრთხო ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები გერმანიის ტერიტორიაზე თავშესაფრს ვეღარ მიიღებენ.
უსაფრთხო ქვეყნების სიაში, საქართველოს გარდა, უნდა მოხვდეს სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები