თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა-დაღუპულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც
თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავიჩაიძირა. გავრცელებული ინფორმაციით, შედეგად, 39 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის მცირეწლოვნებიც.
მაშველებმა წყლიდან 75 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ამ დრომდე გრძელდება დაკარგულთა ძიება.
არსებული ინფორმაციით, ნავი, რომელზეც 120 მიგრანტი იმყოფებოდა, საბერძნეთის ერთ-ერთი კუნძულისკენ მიემართებოდა, თუმცა, შტორმის გამო გადაბრუნდა.
თურქული მედიის ცნობით, გადარჩენილებს შორის ავღანეთისა და სირიისა მოქალაქეები არიან.