რუსეთმა თურქეთის საჰაეროსივრცე კვლავ დაარღვია

„რუსეთმა თურქეთის საჰარეო სივრცე კვლავ დაარღვია“,-ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯიპ ტაიპ ერდოღანი ირწმუნება.
პრეზიენტის ინფორმაციით, ინციდენტი 29 იანვარს დაფიქისრდა და ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსეთის სამხედრო „სუ 34“ ტიპის თვითმფრინავმა დაარღვია.
ოფიციალური ანკარა კი აცხადებს, რომ პილოტებს რუსულ და ინგლისურ ენებზე აფრთხილებდნენ, თუმცა რუსული ეკიპაჟის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა და ნებისმიერი მძიმე შედეგისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.
„სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რუსული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა მხარემ რუსული ეკიპაჟი რუსულ და ინგლისურ
ენებზე რამდენჯერმე გააფრთხილა, მათ ჩვენი საჰაერო სივრცე მაინც დაარღვიეს. ეს არ არის მხოლოდ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა, ეს ნატოს სივრცს დარღვევაა“,-განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები