რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დაღვევის ფაქტი პენტაგონმაც დაადასტურა

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის „სუ 34“-ის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი პენტაგონშიც დაადასტურეს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ყველა ზომა მიიღოს.
კომენტარი იენ სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტის რეჯიპ ტაიპ ერდოღანის განცხადების შემდეგ გააკეთა.
ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა ნოემბერში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. თურქეთის მტკიცებით, რუსულმა გამანადგურებელმა ქვეყნის საჰაერო სივრცე მაშინაც დაარღვია.
მომხდარის შემდეგ რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა და და ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიასა და ექსპორტზე შეზღუდვები აამოქმედა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები