საფრანგეთი პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას ჰპირდება

საფრანგეთი პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას იმ შემთხვევაში ჰპირდება თუ სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ჩაიშლება, – განცხადება ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
ლორან ფაბიუსის თქმით, ფრანგული მხარე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად საერთაშორისო კონფერენციას ამზადებს, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე უნდა ჩაერთოს, მათ შორის ისრალის, პალესტინის ავტონომიის, შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და არაბეთის ქვეყნების წარმომადგენლები.
ფაბიუსი განმარტავს, რომ შეხვედრის მთავარი მიზანი კონფლიქტის მოგვარება იქნება, რომელიც ორი სახელმწიფოს არსებობის პრინციპს დაეყრდნობა. “თუ ამ მცდელობას რომელიმე მხარე დაბლოკავს, პარიზი პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს,” – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები