“უშგულში ჩარჩენილი 30 კაციანი ჯგუფი წამლითაც და საკვებითაც უზრუნველყოფილია”

უშგულში ჩარჩენილი 30 კაციანი ჯგუფი წამლითაც და საკვებითაც უზრუნველყოფილია. ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟლიანი აცხადებს, რომელიც ამჟამადაც გზის გაწმენდით სამუშაებს თავად ხელმძღვანელობს.
„მე პირადად გავაგზავნე მათთან მედიკამენტები, ასევე მათ წამლები მესაზღვრეებმაც მიუტანეს. გადამღებ ჯგუფს არც წამლის, არც საკვების და არც სითბოს პრობლემა არ აქვს, ისინი უშგულში ყველაზე კარგ სასტუმროში არიან დაბინავებულები. სასტუმროს მეპატრონესთან პერმანენტული კავშირი გვაქვს“, – აცხადებს გამგებელი.
მისი თქმით, კალა-უშგულის მიმართულებით გზის გაწმენდის სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოებს ართულებს გარკვეულ მონაკვეთებზე ჩამოწოლილი ზვავი, რომლის გაწმენდაც თავიდან უხდებათ შესაბამის სამსახურებს.
„პრობლემა შეიქმნა ე.წ. დევისნაშენის მონაკვეთზე, სადაც ყველაზე ვიწრო და რთული გზაა, რის გამოც ტექნიკას გადაადგილება და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება უჭირს. გარდა ამისა, 9 ადგილას იყო ზვავი ჩამოწლილი და სამუშაოები ამანაც გაართულა. ამ დროისთვის გასაწმენდია 4 კილმეტრიანი მონაკვეთი და თუ დამატებით ზვავი არსად ჩამოწვა, გზის გახსნა და შესაბამისაც, გადამღები ჯგუფის ჩამოყვანა დღის ბოლომდე მოხდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ საუბარია ევროპის ყველაზე მაღალმთიან სოფელზე, სადაც საქართველოში ყველა დასახლებულ პუნტზე მეტი თოვლია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ზვავსაშიში მონაკვეთებია, ჩვენ ერთი წუთით არ გავჩერებულვართ. ახლაც აქ ვიმყოფები და გზას ინტენსიურად ვწმინდავთ ,“ – აცხადებს მესტიის გამგებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები