გიორგი მარგველაშვილი: თქვენი თვალით შეგიძლიათ ნახოთ, როგორი სიმშვიდეა პანკისში

ასეთი მშვიდი გარემო, სადაც კრიმინალი საერთოდ არ არსებობს, სხვა ადგილებში ნაკლებად არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პანკისის ხეობაში ვიზიტის დროს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
“თქვენი თვალით შეგიძლიათ ნახოთ, როგორი სიმშვიდეა აქ. აქაური მცხოვრებლები ამბობენ, რომ ასეთი მშვიდი გარემო, სადაც კრიმინალი საერთოდ არ არსებობს, სხვა ადგილებში ნაკლებად არის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ადგილობრივებთან შეხვედრისას ხეობის ერთ-ერთმა უხუცესმა გიორგი მარგველაშვილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება შეახსენა, რომელიც პანკისის ხეობასში ტერორისტების მომზადებას ეხებოდა. უხუცესის თქმით, პანკისის ხეობაში არაფერი ხდება და იქ სრული სიმშვიდეა.
“ბატონი ლავროვიც ხომ არ დავპატიჟოთ, აქ ჩამოსასვლელად”, – უპასუხა მარგველაშვილმა უხუცესს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები