აშშ-ს და ევროკავშირის ელჩები პანკისთან დაკავშირებით, ლავროვის განცხადებას ეხმაურებიან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას პასუხობს.
როგორც ის აცხადებს, ამერიკის შეერთებული შტატები ტერორისტებთან ბრძოლაში საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
მისივე თქმით, პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ძალიან გარკვევით გასცეს პასუხი ბრალდებებს ტერორისტული ბაზების არსებობის შესახებ. ცხადია, ტერორისტებთან ბრძოლაში შეერთებული შტატები საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ პანკისში არ არის ტერორისტული ბაზა,“ – განაცხადა იან კელიმ.
ამასთან, ლავროვის განცხადებას ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანიც ეხმაურება. მისი თქმით, ის ხეობაში პირველად იმყოფებოდა და, ის დარწმუნებულია, რომ პანკისიდან ტერორიზმის საფრთხე არ მოდის.
„პანკისის ხეობაში პირველად ვარ და ვეცნობი ვითარებას. რა თქმა უნდა, ყველამ გვითხრა, რომ აქ არანაირი საფრთხე არ არსებობს და რაიმე მსგავსი არც მე შემიმჩნევია. კარგად მესმის, რომ შეკითხვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის, მიერ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარეობს, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას ძალიან სწრაფი და ნათელი პასუხი ჰქონდა. ასე რომ, ამ თემაზე დამატებით რაიმეს თქმა საჭირო არ არის,“ – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები