ევროპოლი ვარაუდობს, რომ “ისლამური სახელმწიფო” ევროპაში ტერაქტების მოწყობას შეეცდება

“ისლამური სახელმწიფო” ევროპაში ტერაქტების მოწყობას შეეცდება,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ევროპოლის ხელმძღვანელის რობ უეინრაითის მიერ ჰააგაში, ახალი კონტრტერორისტული ცენტრის გახსნაზე გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს. მისივე განცხადებით, ისლამისტების სამიზნე შესაძლოა, სამოქალაქო ობიექტები იყოს.
“ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს აქვს სურვილი და შესაძლებლობები, ევროპაში თავდასხმები კვლავ განახორციელოს. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ეროვნული სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ ტერაქტების აღსაკვეთად. პარიზის ტერაქტები ადასტურებს, რომ “ისლამურ სახელმწიფოს” აქვს შესაძლებლობა, ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმოს.
“ისლამური სახელმწიფო” მუმბაის ტერაქტების მსგავს ახალ თავდასხმებს ამზადებს, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, პირველ რიგში, საფრანგეთში განხორციელდება”, – განაცხადა ევროპოლის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები