„მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე არ უნდა მივიდეს“
გიგი უგულავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებას გამოეხმაურა. უგულავა სააკაშვილს ურჩევს, რომ ის პროკურატურაში არ გამოცხადდეს და გამოძიებასთან არ ითანამშრომლოს. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური ოპონენტების განადგურება.
„პროკურატურა ბრმა პოლიტიკური იარაღია, „შტეფსელში“ უინსტრუქციოდ შეერთებული იარაღი ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ხელში. მე ასე ვურჩევდი მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, ის არ უნდა მივიდეს და არ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, არ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თუ ჩვენ შევალთ ამ სპირალში, ქვეყანა, მართლაც, მივა სამოქალაქო დაპირისპირებასა და კონფრონტაციამდე, რამაც ქვეყანას შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს. ამაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ერთი ადამიანი – ივანიშვილი“,- განაცხადა გიგი უგულავამ.