ლალი მოროშკინა: თუ საჭირო იქნება, იმ პარტიებს დავასახელებ, რომლებიც პოლიტიკაში ქალების მოსვლას ებრძვიან

ორგანიზაცია „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი ლალი მოროშკინა უმრავლესობის ლიდერს ზვიად კვაჭანტირაძეს შეხვდა.
როგორც მოროშკინა ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ზვიად კვაჭანტირაძემ სრულად გაიზიარა ევროპელი პოლიტიკოსების რეკომენდაცია ქალთა რაოდენობრივ გაზრდასთან დაკავშირებით პარლამენტში.
“დღეს უმრავლესობის ლიდერთან ბატონ ზვიად კვაჭანტირაძესთან მქონდა შეხვედარა, რომელიც ბრიუსელის სამუშაო შეხვედრების კვლადაკვალ გაიმართა.
ბატონმა ზვიადმა სრულად გაიზიარა ევროპელი პოლიტიკოსების რეკომენდაცია ქალთა რაოდენობრივ გაზრდასთან დაკავშირებით პარლამენტში.
10 აპრილს, ბრიუსელში ორგანიზაცია “ძლიერი ქალი -ძლიერი სახელმწიფო” მოლაპარაკების მეორე რაუნდს გამართავს
P.S.თუკი საჭირო იქნება, იმ პარტიებს დავასახელებ, ვინც პოლიტიკაში ქალების მოსვლას ებრძვიან!“, – წერს მოროშკინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები