პარლამენტის შენობასთან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები აქციას მართავენ

პარლამენტის შენობასთან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ ახალ საკანონმდებლო პაკეტს აპროტესტებენ. საპროტესტო აქციაზე, მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლების გარდა, ავტოდილერები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან შეკრებილნი. აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ. ისინი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნაა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის საკითხი გაუქმდეს. ასევე, შეიცვალოს განბაჟების სისტემა, რომელიც წარმოდგენილი არის პარლამენტში კანონპროექტის სახით, რადგან ის მათთვის მიუღებელია. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ასევე 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების გადავადებას, რადგან მოქალაქეების ინფორმირებულობა ამ საკითხზე ნაკლებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები