გიორგი კვირიკაშვილი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს მარკ რუტემ შეხვდა.
შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და მარკ რუტემ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მარკ რუტეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეები შეთანხმდნენ მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების განხორციელებაზე. ნიდერლანდების რესპუბლიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს 50 ყველაზე მსხვილი ინვესტორის ნუსხაში წარმოდგენილია 11 ინვესტორი ნიდერლანდების სამეფოდან, ხოლო, 2015 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, იგივე მაჩვენებელი შეადგენს 10-ს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები