საფრანგეთი პოლონეთს 6 თვითმფრინავს გადასცემს
საფრანგეთი პოლონეთს 4 გამანადგურებელს და 2 საპატრულო თვითმფრინავს გადასცემს,- განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ვარშავაში ვიზიტისას გაკეთა. ჟან ივ დრიანის თქმით, საფრანგეთი მზადაა, დაეხმაროს პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს საჰაერო სივრცის კონტროლის გამყარებაში. ფრანგმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცეში პატრულირება, ნატოსთან შეთანხმების საფუძველზე, როტაციული სისტემით 2004 წლიდან ხორციელდება. მისი თქმით, მომავალი წლიდან პატრულირებას პოლონეთი გადაიბარებს და საფრანგეთი მზადაა, ვარშავას ამ მისიის შესრულებაში დაეხმაროს.