ლატვიის ახალი პრემიერ-მინისტრი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას გეგმავს
ლატვიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა, რომლის მთავრობაც ხუთშაბათს დაამტკიცეს, განაცხადა, რომ მას სურს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა და ამის გაკეთებას საგარეო საქმეთა სამინისტროს ავალებს.
„[კულბერგსმა] ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის კვლავ დაჟინებით მოითხოვს, რომ რუსეთთან საქმიანი კავშირები არ უნდა შენარჩუნდეს… კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა მისი ნათქვამი იმას, რომ ლატვიის გეგმა ითვალისწინებს რუსეთში იმპორტისა და ექსპორტის შეწყვეტას, გარკვეული გამონაკლისების გარდა, კულბერგსმა დადებითად უპასუხა“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟეს ევროკავშირთან კოორდინაციით „ამ საკითხის გადაჭრას“ დაავალებს.