მალაიზიამ სოციალურ მედიაში არასრულწლოვნებისთვის წვდომის წესები გაამკაცრა
მალაიზიაში არასრულწლოვნებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის შემზღუდავი ახალი წესები ამოქმედდა.
მიღებული რეგულაციის თანახმად, 16 წლამდე ასაკის მომხმარებლებს აღარ შეეძლებათ ძირითად ციფრულ პლატფორმებზე ანგარიშების შექმნა. ამგვარად, ქვეყანა შეუერთდა იმ ქვეყნების რიგებს, რომლებიც ონლაინ რეჟიმში ბავშვების დაცვის ზომებს აძლიერებენ.
ახალი მოთხოვნები ვრცელდება სოციალურ მედიასა და ინტერნეტ პლატფორმებზე, რომელთა აუდიტორია 8 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, მათ შორის Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-სა და YouTube-ზე. ასეთი სერვისების მფლობელები ვალდებულნი არიან დანერგონ ასაკის დადასტურების მექანიზმები და თავიდან აიცილონ დადგენილ ასაკობრივ ზღვარზე ნაკლები პირების რეგისტრაცია.
მალაიზიის კომუნიკაციებისა და მულტიმედიის კომისიამ (MCMC) განაცხადა, რომ არსებული რეგისტრირებული მომხმარებლების ასაკის დადასტურების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დასრულდება.
მომხმარებლებს, რომელთა ასაკი 16 წლამდე ასაკის იქნება, ერთი თვე მიეცემათ მონაცემების, მათ შორის ფოტოების, ვიდეოების და სხვა კონტენტის შესანახად, გადასატანად ან ასატვირთად. ამ პერიოდის შემდეგ პლატფორმებს შეეძლებათ სამართლებრივი შეზღუდვების გამოყენება, მათ შორის ანგარიშების დაბლოკვა ან შეჩერება.
კომპანიებს, რომლებიც არ დაემორჩილებიან ახალ მოთხოვნებს, 10 მილიონ მალაიზიურ რინგიტამდე ჯარიმა ემუქრებათ, რაც დაახლოებით 2.5 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტურია.
ქვეყნის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ინოვაციების მთავარი მიზანია არასრულწლოვნების დაცვა პოტენციურად საშიში კონტენტისგან, კიბერბულინგისა და ალგორითმებისგან, რომლებიც სოციალური მედიის ჭარბ გამოყენებას უწყობს ხელს.