სამთო კურორტების ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებები განხორციელდა

სამთო კურორტებზე თოვლზე სამოძრაოდ განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის წახალისებასა და აღნიშნული კურორტების ტურისტული პოტენციალის ზრდას ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სამთო კურორტებზე თოვლზე სამოძრაოდ განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების იმპორტი ან/და მიწოდება ჩათვლის გარეშე გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ძალაში შესული აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას ქვეყანაში და ტურისტული პოტენციალის ზრდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები