მაია ხასიამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დატოვა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ხასიამ თანამდებობა დატოვა.
როგორც „კვირას“ სამინისტროში განუცხადეს, მაია ხასიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს. თუმცა სამინისტროს პრესსამსახურში არ დააკონკრეტეს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას მაია ხასია.
„კვირას“ ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ ექპერტის სტატუსით ყირგიზეთის სახელმწიფოში მიიწვია.
„კვირა“ მაია ხასიასაც დაუკავშირდა, თუმცა აბონენტის ტელეფონი მომსახურების ზონიდან გასული აღმოჩნდა.
თავად ხასიამ კი თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვედზე გამოაქვეყნა, სადაც იგი მადლობას იხდის.
„დიდი მადლობა ყველა ადამიანს, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ჩემთან ერთად ეწეოდა იმ რთულ (თითქოსდა, ადვილს, მაგრამ ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო) საქმეს მისვლის დღიდან წამოსვლამდე, დიდი მადლობა მათ იმ საოცარი დახვედრისა და გულწრფელი გაცილებისთვის, მიყვარხართ და მიგულეთ გვერდით, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიყო და მინდა იცოდეთ, რომ შესანიშნავი გუნდი ხართ, რომელსაც ნებისმიერი რთული საქმის შეჭიდება ხელეწიფების, ვარ ამაყი, რომ მე და ავთო ერთად ვიყავით თქვენს გვერდით. წარმატებები“, – წერს მაია ხასია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები